გიორგი ვოლსკი: ნარკოგამსაღებლების, ნარკოტიკების შემომტანების მიმართ მკაცრი ზომების გატარება აუცილებელია
პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ანტინარკოტიკულ რეფორმასთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ნარკოგამსაღებლების, ნარკოტიკების შემომტანების მიმართ მკაცრი ზომების გატარება აუცილებელია და რაც მთავარია საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნაც არის. ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს ურთიერთობა ხალხთან, საზოგადოებასთან და ერთ-ერთი მთავარი მტკივნეული თემა განსაკუთრებით დედების მხრიდან, მშობლების მხრიდან არის წამოწეული სწორედაც ნარკოტიკებთან ბრძოლის აუცილებლობა, ნარკოტიკებთან ბრძოლის გამკაცრება”, – განაცხადა ვოლსკიმ.