რუსეთის მიერ დნეპროპეტროვსკის ოლქზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა(ფოტო)

5 მარტის საღამოს, რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქის კრივი რიჰზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და იყო მსხვერპლი,- ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა Telegram-ზე განაცხადა.

“კრივი რიჰზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად გაჩნდა ხანძარი. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ხალხი იყოს”, – წერს ის.

მისი განცხადებიდან მალევე, ორი ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, რაკეტა ხუთსართულიან სასტუმროს მოხვდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა და გაანადგურა კიბე, რომლის ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, ადამიანები იმყოფებოდნენ.

უკრაინის ეროვნული პოლიციის თქმით, შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები