,,აღარ ეტევა ეს თქვენი გამოგონილი სამყარო ნამდვილ ქილაში, ნაცებო, მასთან გათანაბრებულო პირებო და მათო პატრონებო, აღარ – ღრმა წარსული ხართ” – ლაშა ნაცვლიშვილი
სამართალმცოდნე ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც ,,კვირა” უცვლელად გთავაზობთ.
,,ჩემს ღრმა ბავშვობაში, ლაგოდეხის “ვაენტორგში” ერთი გემრიელი კაცი მუშაობდა – ტარიელ კოტაშვილი. ერთხელ, შვებულებაში წავიდა და დროებით შემცვლელად ახალბედა ნოქარი დატოვა. ერთ მშვენიერ დღეს, აზერბაიჯანელი კაცი შევიდა მაღაზიაში, 800-გრამიანი მინის ქილა მიაწოდა ნოქარს და უთხრა, ერთი კილო კარაქი ამიწონეო. გამოუცდელმა ნოქარმა მხრები აიჩეჩა, ერთი კილო ამ ქილაში არ ჩაეტევაო, რაზეც უფრო გაკვირვებულმა აზერბაიჯანელმა მიუგო, აბა, ტარიელა როგორ ტევდაო?
ჰოდა, აღარ ეტევა ეს თქვენი გამოგონილი სამყარო ნამდვილ ქილაში, ნაცებო, მასთან გათანაბრებულო პირებო და მათო პატრონებო, აღარ. ღრმა წარსული ხართ, აღარასოდეს რომ არ დაბრუნდება, ისეთი. თან, ვერ ხვდებით და ყელყელაობთ საცოდავად. ისე, განა არ გვაწყობს, ჯეფრი საქსის მაგივრად ლომაიას რომ უსმენთ (ხან ალექსანდრეს და ხანაც, კახას)? რაც უფრო გაგიხანგრძლივდებათ ილუზიაში ყოფნა, უფრო მაგრად და მტკივნეულად დაასკდებით მიწას და მოინგრევთ მაგ უშნო დინგებს”,- წერს ნაცვლიშვილი.