გურამ მაჭარაშვილი: „ფარას“ კანონის მიხედვით, როგორც ეს ამერიკაში ხდება, იქნება დაცული სახელმწიფო იმ უცხოური თანხების გადმორიცხვისგან, რომელიც არის მიმართული სახელმწიფოს წინააღმდეგ

„ფარას“ კანონის მიხედვით, როგორც ეს ამერიკაში ხდება, იქნება დაცული სახელმწიფო იმ უცხოური თანხების გადმორიცხვისგან, რომელიც არის მიმართული სახელმწიფოს წინააღმდეგ”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ ორი წლის წინ ჩვენ – „ხალხის ძალამ“ დავაინიციირეთ და მაშინ მაინც იყო არჩეული ლიბერალური კანონის მიღება, გამჭვირვალობის კანონს ვგულისხმობ, დღეს „ხალხის ძალა“ მხარს დავუჭერთ „ქართული ოცნების“ ამ ინიციატივას გამომდინარე იქიდან, რომ აღარ დარჩეს არანაირი სპეკულაციების ველი და „ფარას“ კანონის მიხედვით, როგორც ეს ამერიკაში ხდება, იქნება დაცული სახელმწიფო იმ უცხოური თანხების გადმორიცხვისგან, რომელიც არის მიმართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს მხოლოდ თეორიის დონეზე კი არ არის დამტკიცებული, პრაქტიკულად დაამტკიცა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამ უსაფრთხოების აუცილებლობა”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები