კომპანია “არემჯი” “ნაცმოძრაობას“ პასუხობს

  კომპანია “არემჯი” „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგ ბრალდებებს პასუხობს.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის მეორედ გახმოვანებული არასწორი ინფორმაცია ხელს უშლის საყდრისი-ყაჩაღიანის პრობლემის დროულად და სამართლიანად მოგვარებას.
მათივე თქმით, საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაცია ყველა დაინტერესებულ მხარესთან.
“ბატონი გივი თარგამაძის მორიგი უსაფუძვლო ბრალდების საპასუხოდ, კომპანია “არემჯის” სახელით, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩამოთვლილი პიროვნებების დიდი უმრავლესობა საერთოდ არ მუშაობს ამჟამად არც თავად კომპანიაში, არც მასთან დაკავშირებულ რომელიმე ორგანიზაციაში. ერთადერთი, გივი თარგამაძის სიიდან ბატონი დავით ბალანჩივაძე გახლავთ გენერალური დირექტორის მოადგილე, თუმცა ნ„აციონალური მოძრაობის“ გავრცელებული ინფორმაცია მისი მე-9 არხში მუშაობასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.
ამასთან, გვსურს გაცნობოთ, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოსთან დაკავშირებით ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაცია ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა ყველა მონაწილის, მათ შორის, კომპანიის, თანამშრომლების, რეგიონის და საზოგადოების სხვა ჯგუფები ინტერესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული.
“ნაციონალური მოძრაობა”, მისი ერთ-ერთი ლიდერის მიერ უკვე მეორედ გახმოვანებული არასწორი ინფორმაციით, ხელს უშლის საყდრისი-ყაჩაღიანის პრობლემის დროულად და სამართლიანად მოგვარებას. შეგახსენებთ, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გივი თარგამაძემ დღეს მორიგი ბრიფინგი მოაწყო საყდრის-ყაჩაღიანის თემასთან დაკავშირებით, სადაც კიდევ ერთხელ გაავრცელა ცრუ ბრალდება.
მისი განცხადებით: “2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შპს “არემჯი გოლდის” ხელმძღვანელობის ქართულ ნაწილში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. პირველი შემოტევა კომპანიამ ხუხაშვილ-ნაცვლიშვილის ტანდემისგან განიცადა, რომელიც ოქტომბრის შემდეგ ბიზნესებს ახალ მთავრობასთან ურთიერთობას “ულაგებდა”. მანვე ჩამოთვალა პიროვნებები, რომლებიც, თითქოსდა, “არემჯიმ” გარკვეული ინტერესების გამო დაასაქმა. როგორც ზემოთ განვმარტეთ, გივი თარგამაძის მიერ ჩამოთვლილი არც ერთი პიროვნება, გარდა დავით ბალანჩივაძისა, კომპანიაში არ მუშაობს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები