გოგავა – რუსეთ-უკრაინის ომზე: ომის გაგრძელება სურს ევროპის ელიტას, უსაფრთხოების გარანტიები წარმოუდგენელია, ვინმემ მისცეს

„ომის გაგრძელება სურს ევროპის ელიტას, უსაფრთხოების გარანტიები წარმოუდგენელია, ვინმემ მისცეს”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ირაკლი გოგავამ “დღის ქრონიკაში”, რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი, ვისაც შეუძლია გარანტიების მიცემა, ეს რუსეთია.

“ამიტომ, მეზობელთან მოუწევს საუბარი. მოსწონს არ მოსწონს, ეგ მეორე საკითხია. პასუხისმგებლიანმა პოლიტიკოსმა, საკუთარი მოქალაქეებისა და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს და ნებისმიერს უნდა დაუჯდეს ვინც მშვიდობას მოიტანს. სამწუხაროდ, უკრაინის დღევანდელი ლიდერი ასე არ ფიქრობს და სხვა ძალებს ემსახურება, რომელთანაც ტრამპს დაპირისპირება და ომი აქვს.

ევროპამ ბრძოლა გამოუცხადა ტრამპს. აშშ არავითარ შემთხვევაში გარანტიებს ოფიციალურად არავის არ მისცემს, არავის გულისთვის არ იბრძოლებს, განსაკუთრებით ევრაზიის კონტინენტზე, ევროპის ქვეყნებს კი ამის რესურსები არ აქვს, შესაბამისად ადრე თუ გვიან მოუწევთ ამერიკის პირობებზე დათანხმება“, – აღნიშნა გოგავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები