გივი მიქანაძე „ფარას“ ანალოგზე: ეს აქტი გააძლიერებს სახელმწიფო სუვერენიტეტს და დანერგავს საკანონმდებლო რეალობაში სამართლებრივ რეგულაციის ისეთ მექანიზმებს, რომელიც შესაძლებელს გახდის ქვეყანა დაცული იყოს გარე ჩარევებისგან

,,ეს აქტი გააძლიერებს სახელმწიფო სუვერენიტეტს და დანერგავს საკანონმდებლო რეალობაში სამართლებრივ რეგულაციის ისეთ მექანიზმებს, რომელიც შესაძლებელს გახდის ქვეყანა დაცული იყოს გარე ჩარევებისგან”,- ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ ამერიკული „ფარას“ ანალოგის საქართველოში გადმოტანასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „გამჭვირვალობის კანონის“ ჩანაცვლება მოხდება სწორედ „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტით“, რაც საშუალებას შექმნის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს სუვერენიტეტი და დაიცვას ქვეყანა გარე ჩარევებისგან.

,,ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ 20 იანვრის შემდეგ, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ოფიციალური ინაუგურაცია მოხდებოდა და შემდგომში ახალი ადმინისტრაცია დაიკავებდა თავის პოზიციებს ამერიკის შეერთებული შტატებში ბევრი რამ შეიცვლებოდა. საზოგადოებას ახსოვს ის ქილიკი და ის ირონიული განცხადებები, რომელიც რადიკალების მხრიდან არაერთი ისმოდა ამ პოზიციებთან დაკავშირებით. თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ დაახლოებით თვე ნახევრის განმავლობაში მოვლენები ამერიკის შეერთებული შტატებში იმგვარად განვითარდა, რასაც ალბათ ძალიან მცირე რაოდენობა ადამიანების თუ დაიჯერებდა. ვნახეთ ფაქტობრივად დახურული USAID- ის პროგრამა და ის ფინანსური გამჭვირვალობა და გასაჯაროება იმ აქტივების, რომლებიც არა მარტო კეთილ ზრახვებს, არამედ, ხშირ შემთხვევაში ძირითადი დაფინანსება კონკრეტულ ქვეყნებში რევოლუციური სცენარების განვითარებას ხმარდებოდა.

ამან კიდევ ერთხელ გაამყარა ჩვენს საზოგადოებაში რწმენა თუ რატომ იყო მნიშვნელოვანი „ქართული ოცნების“ მიერ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჯერ არსად არ გამქრალა, ძალიან ბევრია საბრძოლი იმისთვის, რომ ჩვენ გავაძლიეროთ ჩვენი სუვერენიტეტი, წინ წავწიოთ ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერე. იმ პოზიციებზე, რომელზეც დღეს სახელმწიფო იმყოფება ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფომ თავისი მთავარი ფუნქცია, სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება შეძლო. იმიტომ, რომ გვაქვს ძალიან ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც თავის ფუნქციას უმაღლეს დონეზე ასრულებენ. მნიშვნელოვანი არის, რომ ეს სუვერენიტეტი კიდევ უფრო განვამტკიცოთ. როდესაც დავინახეთ, რომ ჩვენ გვაკრიტიკებდნენ სრულიად უსაფუძვლოს ლიბერალურ კანონმდებლობასთან მიმართებით და რიგი აქტორები ეწინააღმდეგებოდნენ ამ კანონის აღსრულებას, ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება „ხალხის ძალასთან“ ერთად, რომ დაგვეინიციირებინა ის მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტი, რომელიც აბსოლუტურად გააძლიერებს სახელმწიფო სუვერენიტეტს და დანერგავს საკანონმდებლო რეალობაში სამართლებრივ რეგულაციის ისეთ მექანიზმებს, რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ ამ კანონის აღსრულება მოხდეს, ქვეყანა დაცული იყოს გარე ჩარევებისგან და თითოეულმა ადამიანმა იცოდეს პრევენციულ კონტექსტში, რომ მათი ნებისმიერი მოქმედება იქნება კანონის ზედამხედველობის და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის საგანია“, – განაცხადა გივი მიქანაძემ “იმედის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები