“ჩვენი პირველი ეროვნული ამოცანაა, რომ გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა და დავიბრუნოთ ჩვენი დროებით დაკარგული ტერიტორიები აფხაზი და ოსი და-ძმების შემორიგების გზით” – მაჭავარიანი
“ჩვენი ნომერ პირველი ეროვნული ამოცანა არის ის, რომ გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა და დავიბრუნოთ ჩვენი დროებით დაკარგული ტერიტორიები აფხაზი და ოსი და – ძმების შემორიგების გზით”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„ჩვენი ნომერ მეორე ეროვნული ამოცანა არის ის, რომ როგორც ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, წინასაარჩევნო პერიოდში, 2028 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობ ადამიანთა რაოდენობა და უმუშევრობა იყოს 4%-ზე ქვევით. ჩვენი ასევე ეროვნული ამოცანა, რომელიც პრიორიტეტულია არის ის, რომ ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ჩვენ ვაგრძელებთ გაორმაგებული ძალებით ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ნახევარზე მეტი უკვე შესრულებული გვაქვს. 2028 წელს გვექნება უკვე 90%-ზე მეტი შესრულებული“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.