,,სამწუხაროდ, არახალია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები საქართველოს მიმართ ყველაზე მტრულ და უსამართლო პოზიციონირებაში არიან მხილებული. მათ არაერთხელ სცადეს, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი შეელახათ”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილის თქმით, ისინი ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რომელიც, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ არის მიმართული.
„მათი გადაწყვეტილებები და პოზიციები ყოველთვის ამაოდ რჩება და ვერანაირ შედეგს ვერ აღწევენ, გარდა იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობას მკაფიო დამოკიდებულება უყალიბდება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ. მათ უნარი თუ არ აქვთ, კონკრეტული დასკვნები გამოიტანონ საკუთარი უსაფუძვლო, მტრული გადაწყვეტილებებიდან, შეუძლიათ, ასე გააგრძელონ. საბოლოო ჯამში, მათ ხელში შერჩებათ ფარატინა ფურცლები, მაგრამ, როგორც ჩანს, უკეთეს ქაღალდებს არ იმსახურებენ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ქართველ თანამდებობის პირებს, აგრეთვე „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.