“დაუშვებელია მაუწყებლის მიერ სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება” – რატი იონათამიშვილი

“ორ მუხლში შედის ცვლილება. კანონის 65-ე მუხლს ემატება მე-3 პუნქტი, სადაც ვკითხულობთ, რომ დაუშვებელია მაუწყებლის მიერ სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება,” – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

“მოვისმინეთ, თითქოს ეს არის ცენზურისკენ გადადგმული ნაბიჯები. ჩვენ არ ვკრძალავთ რეკლამისგან მიღებულ შემოსავალს, მაგრამ, როდესაც სოციალური რეკლამა საღდება, როგორც ვთქვათ, ის რეკლამა, რომელიც უნდა გახდეს ფასიანი, ეს არსობრივად სოციალური რეკლამის მნიშვნელობას კარგავს.

მეორე ეს არის კანონი 66-ე პრიმა მუხლთან დაკავშირებული ცვლილებები. აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსება, გარდა კომერციული რეკლამისა, ტელე-შოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტების საქონლის მომსახურების განთავსებისა,” – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები