პიმენ ყურაშვილი: ტრამპის ვარიანტი არ მოგწონს, დადე უკეთესი მაშინ, ან გაჩუმდი მაინც!
„მიდი შენ ეომე მაგ საზიზღარ რუსეთს და მე იარაღს მოგაწვდი შემდეგი 20 წელი” არის ჩუმჩუმელა, მშიშარა ილეთი. მშიშარები ომს ვერ იგებენ”, – წერს სოციალურ ქსელში საზოგადოება „ქართულის” წევრი, აშშ-ში მოღვაწე ექიმი პიმენ ყურაშვილი.
ყურაშვილი თვლის, რომ აშშ ის პრეზიდენტის მიერ, უკრაინისთვის შემოთავაზებული გეგმა იყო მაქსიმუმი, რაც დღესდღეობით შეუძლია ამერიკამ ომის შესაჩერებლად გააკეთოს:
,,ეს არის ის მაქსიმუმი რაც ამერიკას შეეძლო შეეთავაზებინა უკრაინისთვის. ირიბი უსაფრთხოება! ამერიკელების უკრაინაში ყოფნა ფიზიკურად და მინერალებზე მუშაობა უკრაინელებთან ერთად, რაც ეკონომიკურ სარგებელსაც მისცემს უკრაინას.
ნატოში რომ არ იღებდნენ და არ აპირებდა არც ბაიდენი ნატოს ჯარების ჩაყენებას უკრაინაში, მხოლოდ ომის ხანგრძლივობითაც კი გამოჩნდა. თუ აპირებდნენ, სამი წლის განმავლობაში რამენაირად უნდა გარკვეული ყოფილიყო ეგ საკითხი, მაგრამ ვერ თუ არ აკეთებდნენ მაგას. მიზეზებს არ აქვს მნიშვნელობა, ფაქტია ეგ.
ამიტომ რაც რეალური იყო ის გამოძებნა ტრამპმა ზუსტად!
უკეთესი რამე ვინმემ მოიფიქრა? არა! ტრამპის ვარიანტი არ მოგწონს, დადე უკეთესი მაშინ ან გაჩუმდი მაინც!
ომის მხარდაჭერა ეგრე რომ არ გამოდის, ისტორიას უნდა დაენახვებინა ყველასთვის წესით.
თუ რუსეთის დამარცხება ეგეთი მნიშვნელოვანი იყო ევროპისთვის, ყველამ ძალიან კარგად იცის გულის სიღრმეში მაინც, რაც უნდა ექნა ევროპას… უნდა ეომა თვითონაც!
შენ სუნი აგდის შიშის და თან სხვას უნთებ ცეცხლს, ეგეთი მოგებული ომი ისტორიაში არ არსებობს.
სისხლისმღვრელი ომია გაჩაღებული და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოდიხარ და ქვითინებ! ქალი გეხუტება და გამშვიდებს! ეს არის ნათელი მაგალითი სადამდე მიიყვანა ლიბერალურმა მარაზმულმა ვოუქიზმმა ევროპელი კაცი.
და სისხლით გაჟღენთილ მიწაზე გაზრდილებს, ომზე გველაპარაკებიან ესენი ჩვენ! “- წერს პიმენ ყურაშვილი.