“ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ჩვენი ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ იქნება მიმართული, ასევე, უნდა მიეცეს სამშობლოს ღალატის შეფასება” – ბოჟაძე

“მოთხოვნით ვაბრუნებთ ამ მუხლს საიმისოდ, რომ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ჩვენი ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ იქნება მიმართული, რომელიც ისედაც არის დასჯადი მოქმედი კანონმდებლობით, ასევე, მიეცეს სამშობლოს ღალატის შეფასება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ „სამშობლოს ღალატის“ მუხლის დაბრუნებაზე საუბრისას განაცხადა.

„რატომ სამშობლო და არა სახელმწიფო?“ სამშობლო ჩვენთვის უფრო ფართო მცნებაა ვიდრე სახელმწიფო, იგივე ეკლესია, ჩვენი სხვა ღირებულებები და იდენტობის ნაწილი, რაც გვაქვს და რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანი ვინც მომავალში ჩაიდენს იმ დანაშაულს, რომელიც ისედაც არის განსაზღვრული კანონმდებლობით უბრალოდ დაემატება სამშობლოს მოღალატის შეფასება“, – განაცხადა ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები