“გამჭვირვალობის კანონი იყო უმნიშვნელოვანესი საზოგადოების ინფორმირებისთვის, მაგრამ მან ვერ უზრუნველყო ფარული და შავი დინებები სხვადასხვა ე.წ. პოლიტიკურ ენჯეოსა და ორგანიზაციებში” – იონათამიშვილი
“გამჭვირვალობის კანონი იყო უმნიშვნელოვანესი საზოგადოების ინფორმირებისთვის, მაგრამ მან ვერ უზრუნველყო ფარული და შავი დინებები სხვადასხვა ე.წ. პოლიტიკურ ენჯეოებსა და ორგანიზაციებში, რომელსაც ურჩევნიათ, გადაიხადონ ჯარიმები იმის ნაცვლად, რომ შეავსონ დეკლარაციები და შემოსავლის წყაროები იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისათვის”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „ფარაზე“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, ყველაზე ეფექტური საკანონმდებლო საშუალება, რომელიც ადგილობრივ დემოკრატიას იცავს მაღალი სტანდარტით და გარანტიებით, ეს არის “ფარა”.
“ისინი მალავენ ფინანსებს, ვინაიდან ეშინიათ გამჭვირვალობის და, შესაბამისად, ეშინიათ ქართული საზოგადოების, ვინაიდან ჰქვიათ ენჯეოები, მაგრამ ისინი არ ახდენენ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფის ადვოკატირებას, არამედ მხოლოდ და მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესებს წარმოადგენენ ჩვენს ქვეყანაში და ცდილობენ შექმნა ისეთი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც აცდენილი არის ჩვენი ხალხის და სახელმწიფოს ინტერესებისგან, პირიქით ეს ყველაფერი გამოიყენება იმისთვის, რომ ძირი გამოუთხარონ, როგორც ქართულ დემოკრატიას, ასევე საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.