“ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაცია” ლევან გახელაძეს და ხათუნა ბერძენიშვილს პოლიტიკურ ტენდენციურობაში ადანაშაულებს

  “ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის” წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეს ლევან გახელაძეს და საინფორმაციო სამსახურის ყოფილ უფროს ხათუნა ბერძენიშვილს პოლიტიკურ ტენდენციურობაში ადანაშაულებენ.
მათი განცხადებით, გახელაძე და ბერძენიშვილი არა ერთხელ შეამჩნიეს “თავისუფალი ზონის” წევრებთან ერთად გამართულ აქციებზე თბილისის მერიასთან.
„სამართლის თაობის“ ხელმძღვანლები გახლავთ ხათუნა ბერძენიშვილი, ლევან გახელაძე და კიდევ „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლები. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აირჩია ახალი სტრატეგია, რომელიც არასამთავრობო სექტორის გაძლიერებას უკავშირდება იმ ადამიანებით, რომლებიც წინა პერიოდში ზონდერები იყვნენ “, – განაცხადა გიორგი ჭულუხაძემ.
“ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის” ბრალდებას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან გახელაძე პასუხობს. მისი თქმით, მის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდება ცილისწამებაა.
„ამ ორგანიზაციას საერთოდ არ ვიცნობ. ერთი-ორჯერ ტელევიზიით მინახავს მათი გამოსვლები. ვის რას უმტკიცებენ ჩემთვის გაუგებარია, უფრო სწორედ შეიძლება მივხვდე, ვის უმტკიცებენ ერთგულებას, უმტკიცებენ იმ ადამიანს, რომლისგანაც რაღაც გამორჩენას ელიან და არიან დაკავებული რაღაცა იარლიყებით “, – განაცხადა ლევან გახელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები