“ვერანაირი სანქცია ვერ შეგვაჩერებს, რადგან მთავარი ამოცანა საქართველოს ინტერესების დაცვაა” – ვლადიმერ ბოჟაძე

“კარგად გვახსოვს, სამი წლის წინ როგორი ზეწოლის ქვეშ იყო ქვეყანა, ეს პროცესი ახლაც გრძელდება, ვერანაირი სანქცია ვერ შეგვაჩერებს, რადგან მთავარი ამოცანა საქართველოს ინტერესების დაცვაა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

„კარგად გვახსოვს, სამი წლის წინ რა ხდებოდა და რა ზეწოლის ქვეშ იყო ქვეყანა. ბუნებრივია, ეს პროცესი ახლაც გრძელდება, თუმცა ომის დაწყების პირველ კვირაში საქართველოზე სერიოზული საერთაშორისო ზეწოლა იყო, მათ შორის პარტნიორების მხრიდან. რატომღაც ამას ერთი ერთში იმეორებდა სამოქალაქო სექტორისა და მედიის ის ნაწილი, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებოდნენ და ფინანსდებიან. სწორედ ამიტომ გვინდა, რომ „ფარას“ და მედიის შესახებ კანონები მივიღოთ, რათა ნებისმიერი გარე ზეწოლის აქტორი არ იყვნენ ქვეყნის შიგნით მოქმედი სამოქალაქო სექტორი და მედიის ნაწილი. მათი განცხადებები კარგად გვახსოვს, ისევე, როგორც საერთაშორისო პარტნიორების და ასევე უკრაინის ხელისუფლების, რაც საქართველოსთვის იყო საზიანო. ბუნებრივია, ვერანაირი სანქცია ვერ შეგვაჩერებს, რადგან მთავარი ამოცანა საქართველოს ინტერესების დაცვაა“, – განაცხადა ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები