„გილოცავთ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ ფინალშია” – მიხეილ ყაველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების გამარჯვებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„გილოცავთ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ ფინალშია.
ამასთან, საქართველო-რუმინეთის მატჩზე, ტრადიციულად, გათამაშდა ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც „ბორჯღალოსნებმა“ მეცხრამეტედ მოიგეს“, – წერს ყაველაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოსა და რუმინეთის რაგბის ნაკრებების დაპირისპირება საქართველოს გამარჯვებით, 43:5 დასრულდა.