“საქართველოს სამეფო სახლს ვუსამძიმრებ მისი მეთაურის, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის გარდაცვალების გამო” – შალვა პაპუაშვილი

“საქართველოს სამეფო სახლს ვუსამძიმრებ მისი მეთაურის, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის გარდაცვალების გამო”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი საქართველოს სამეფო სახლს 1984 წლიდან, 40-ზე მეტი წლის განმავლობაში მეთაურობდა. ბაგრატიონთა დინასტიის უწყვეტობის ტრადიცია მან ურთულეს წლებში გამოატარა.

კინო და თეატრის რეჟისორი, მსახიობი, მამის შემოქმედებითი ტრადიციის გამგრძელებელი, ნუგზარ ბაგრატიონი თავისი ცხოვრების განმავლობაში ქართულ კულტურაზე გამორჩეული მზრუნველი იყო.

ვუსამძიმრებ მის მეუღლეს, ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს და სრულიად საქართველოს”, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები