ლევან ჭოტორლიშვილი – საქართველოსთან გერმანიის თანამშრომლობის შეჩერებაზე: ჩემ ოზდემირის მოქმედება საქართველოსთან მიმართებაში არის არაკეთილმოსურნე, მიუხედავად ამისა, ქართველი ლიბერალები ჩემ ოზდემირის მოქმედებას მხარს უჭერენ და ადანაშაულებენ საქართველოს და მის არჩეულ მთავრობას

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი, ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება საქართველოსთან გერმანიის სამეცნიერო თანამშრომლობის შეჩერების ფაქტს და აქვეყნებს გერმანიის განათლების მინისტრის, ჩემ ოზდემირის მიერ ანტიქართული, აფხაზი სეპარატისტების მხარდამჭერი განცხადებების ამსახველ ფოტოს, სადაც წერია, რომ აფხაზეთი არასოდეს აღარ იქნება საქართველოს შემადგენლობაში.

ჭოტორლიშვილის განცხადებით, გასარკვევია ჩემ ოზდემირმა რატომ გააკეთა აღნიშნული განცხადება, იმიტომ რომ ლიბერალებს და განსაკუთრებით მწვანეებს საქართველო არ უყვართ, თუ იმიტომ, რომ პანთურქისტული იდეის მიმდევრები აფხაზეთს ხედავენ არა საქართველოს, არამედ დიდი თურანის შემადგენლობაში.

მისივე თქმით, ჩემ ოზდემირის მოქმედება საქართველოსთან მიმართებაში არის არაკეთილმოსურნე  და ნებისმიერი ვისაც ოზდემირის მტრული ნაბიჯი არგუმენტად მოჰყავს არის საქართველოს მტერი.

„გერმანიის მოქმედი განათლების მინისტრი ჩემ ოზდემირი (მწვანეთა პარტია) რომელმაც საქართველოსთან გერმანიის თანამშრომლობა შეაჩერა. ფოტოზე მისი ანტიქართული, აფხაზი სეპარატისტების მხარდამჭერი განცხადებები, რომ აფხაზეთი არასოდეს აღარ იქნება საქართველოს შემადგენლობაში. ჩვენ რასაკვირველია შეიძლება ვიმარჩიელოთ რატომ? იმიტომ რომ ლიბერალებს და განსაკუთრებით მწვანეებს საქართველო არ უყვართ, თუ იმიტომ, რომ პანთურქისტული იდეის მიმდევრები აფხაზეთს ხედავენ არა საქართველოს, არამედ დიდი თურანის შემადგენლობაში.

ნებისმიერ შემთხვევაში არსებითი ჩვენთვის არის შემდეგი: ჩემ ოზდემირის მოქმედება საქართველოსთან მიმართებაში არის არაკეთილმოსურნე. მიუხედავად ამისა, ქართველი ლიბერალები ჩემ ოზდემირის მოქმედებას მხარს უჭერენ და ადანაშაულებენ საქართველოს და მის არჩეულ მთავრობას. ნებისმიერი ვისაც ოზდემირის მტრული ნაბიჯი არგუმენტად მოჰყავს არის საქართველოს მტერი“, – წერს ჭოტორლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები