ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლებამ იეჰოვას მოწმეებს 15 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს

  ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას იეჰოვას მოწმეებისთვის კომპენსაციის გადახდა დაავალა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ მოსარჩელეებს გაწეული ხარჯებისა და დანახარჯების სანაცვლოდ 15 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს – ამის შესახებ ინფორმაცია სტრასბურგის სასამართლოს ვებგვერდზეა განთავსებული.
ინფორმაციის თანახმად, საქმე, სახელწოდებით:”ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” 2000-2001 წლებში საქართველოში, ხელისუფლების მიერ იეჰოვას მოწმეებისადმი გამოვლენილ აგრესიას და მათ შევიწროებას ეხება. სასამართლოს განაჩენის მიხედვით, ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევას. სარჩელში იეჰოვას მოწმეების დევნის, მათ წინააღმდეგ გამოჩენილი ფიზიკური ძალადობისა და ვერბალური შეურაცხყოფის 30-მდე ეპიზოდი, მათ შორის ბასილ მკალავიშვილისა და მისი მრევლის საქმეა შესული. ამ საქმეში 99 იეჰოვას მოწმე მოხვდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ საქმის თითოეულ მონაწილეს 350 ევრო უნდა გადაუხადოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები