პრემიერ-მინისტრმა „ფარავანჰესი“ გახსნა

კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს ენერგოსისტემის გაძლიერებისკენ – სამცხე-ჯავახეთში დღეს ფარავნის ჰიდროელექტროსადგური გაიხსნა. 87 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ჰესი, რომელიც თურქული „ანადოლუ ჯგუფის“ ინვესტიციით აშენდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან, თურქეთის ენერგეტიკის მინისტრ თანერ ილდიზთან და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.
„ფარავანჰესის“ საშუალებით ელექტროენერგიის გამომუშავება 410 მილიონი კილოვატ/საათით გაიზრდება, რაც საქართველოს ენერგოსექტორში მნიშვნელოვანი წინსვლა იქნება.
„ბოლო 35 წელია, ჩვენს ქვეყანაში არ აშენებულა ასეთი მძლავრი ჰიდროელექტროსადგური. ჰესის მშენებლობაში 200 მილიონი დოლარი ჩაიდო, რაც მართლაც სოლიდური ინვესტიციაა.საქართველოს ენერგორესურსების მიმართ ინვესტორების ინტერესი სულ უფრო იზრდება და დარწმუნებული ვარ, ყოველი შემდგომი პროექტი ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის სისტემას გააძლიერებს და ხელს შეუწყობს ჩვენი ენერგოუსაფრთხოების გაზრდას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჰესის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა გადაწყვეტილება, ენერგორესურსების ათვისების მიმართულებით, კვალიფიციურ ანალიზს ეფუძნება და საქართველოს მთავრობა ენერგოსექტორს კითხვის ნიშნების გარეშე განავითარებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები