ნინო ფოჩხუა: ბრიტანეთის თემთა პალატაში განხილვა ჩატარდა ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებაზე – ტყუილად ირჯებიან ომის პარტიის წარმომადგენლები, ივანიშვილზე არ მოქმედებს არც სანქცია და არც შანტაჟი, რაც არაერთხელ დადასტურდა

ბრიტანეთის თემთა პალატაში განხილვა ჩატარდა, აბა თუ მიხვდებით რა თემაზე, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებაზე, ოღონდ აქ არის ერთი მაგრამ, რომელიც კომედიურ ჟანრში შეგვიძლია განვიხილოთ. ბიძინა ივანიშვილს ბრიტანეთის ტერიტორიაზე, წარმოიდგინეთ, ერთი ცენტიც კი არ აქვს, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ბრიტანეთი არის მთავარი ქვეყანა, სადაც “დიფ სთეითს” ღრმად აქვს ფესვები გადგმული, თუმცა, ომის პარტიის წარმომადგენლები ტყუილად ირჯებიან, ვინაიდან, ბიძინა ივანიშვილზე შანტაჟი და სანქციები არ მოქმედებს.

“სანქცია, სანქციაზე, ანეკდოტია.
ამ დღეებში ბრიტანეთის თემთა პალატაში განხილვა ჩატარდა, აბა თუ მიხვდებით რა თემაზე, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებაზე, ოღონდ აქ არის ერთი მაგრამ, რომელიც კომედიურ ჟანრში შეგვიძლია განვიხილოთ. ბიძინა ივანიშვილს ბრიტანეთის ტერიტორიაზე, წარმოიდგინეთ, ერთი ცენტიც კი არ აქვს. აბა მაშინ რა ხდება, თემთა პალატამ, ისე რომ არ შეისწავლა ბიძინა ივანიშვილის ფინანსები, ასე ზეპირად დააპირა მისი დასანქცირება თუ ბრიტანეთი, რომელიც არის მთავარი ქვეყანა, სადაც ღრმად აქვს გადგმული ფესვები “დიფ სთეითს”, მისი კარნახით ხომ არ მიმდინარეობს საუბრები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე?
ასეა თუ ისე, სულ ტყუილად ირჯებიან ომის პარტიის წარმომადგენლები, ბიძინა ივანიშვილზე არ მოქმედებს არც სანქცია და არც შანტაჟი, რაც არაერთხელ დადასტურდა, მით უმეტეს ახლა, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა ღია ომი გამოაცხადა “დიფ სთეითის წინააღმდეგ.
მაშინ როცა შეიცვლება საქართველოს მიმართ დამოკიდებულება და ურთიერთობები ჩვენსა და “დიფ სთეითის” მიერ მართულ ქვეყნებს შორის და გადავა ნამდვილ პარტნიორულ ურთიერთობებზე, მაშინ ვირწმუნებთ, რომ ომის პარტია დამარცხდა და ჩვენი უსამშობლოებიც აღარ მიიღებენ ქვეყნის დაზიანების დავალებებს, აი მაშინ კი ქვეყანა და ხალხი ნამდვილად დაისვენებს.” – წერს ნინო ფოჩხუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები