ჰიდროელექტროსადგურების “ალპანა”, “სადმელი” და “დოლრა 3” -ის მშენებლობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა

   ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, მდინარეებზე- იორსა და დოლრაზე ახალი ჰიდრო-ელექტრო სადგურის აშენება იგეგმება. როგორც ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ აღნიშნა, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით ორ თურქულ კომპანიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორდება.
კალაძის თქმით, მშენებლობის დაწყებამდე დაგეგმილია სპეციალური კვლევების ჩატარება, ასევე მომზადდება დასკვნა გარემოზე ზემოქმედების საკითხებთან დაკავშირებით. ორივე პროექტის ღირებულება საერთო ჯამში ხუთას მილიონ ამერიკულ დოლარამდეა. „ეს არის ორი პროექტი ადმინი-ალბანა, რომელიც საერთო ჯამში არის ას ოცდატხუთმეტი მეგავატი სიმძლავრის და საერთო საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით იქნება ოთხას ოთხმოცდახუთი მილიონი ამერიკული დოლარი. მეორე პროექტი არის დოლრა და საერთო საინვესტიციო ღირებულება იქნება დაახლოებით ორმოცდახუთი მილიონი ამერიკული დოლარი’’ განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები