დავით ნარმანია: არავინ არავის პოლიტიკური ნიშნით არ დევნის

   თბილისის მერი კატეგორიულად გამორიცხავს, მერიაში თანამშრომლების მიმართ პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტებს. როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, მერიაში არავინ არავის პოლიტიკური ნიშნით არ დევნის.
“ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მერიის სისტემაში პროცესები მიმდინარეობდეს ნორმალურად და რაც შეიძლება გაიზარდოს მერიის თანამშრომელთა ეფექტიანობა, რათა ის ამოცანები, რაც ჩვენ გვაქვს, სწორად და დროულად იქნეს შესრულებული. მაგრამ რატომღაც ის ორი-სამი ადამიანი, რომელსაც ამასთან დაკავშირებით ყველაზე მეტი პრეტენზია აქვს, სამსახურში არ დაბრძანდებიან და იძულებულს გვხვდიან, რომ გავათავისუფლოთ. მოვუწოდებ მათ, იარონ სამსახურში და საქმეს მოკიდონ ხელი. არავინ არავის პოლიტიკური ნიშნით არ დევნის. მე შემიძლია ძალიან ბევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი დაგისახელოთ, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები, რომელებიც თბილისის მერიაში მუშაობენ”, – აღნიშნა ნარმანიამ.
მისივე თქმით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ მას უკანონოდ მოექცნენ, შეუძლია მიმართოს სასამართლოს და სამართალდამცველმა ორგანოებმა ეს საკითხები უნდა გამოიკვლიონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები