გია აბაშიძე – დიდთოვლობაზე: რადიკალების ხელოვნური ისტერიკა ისევე უადგილოა, როგორც მათი არსებობა – რაციონალურ პოლიტიკურ სივრცეში
“აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლი, შესაბამისი სამსახურები მაქსიმუმს აკეთებენ დასავლეთ საქართველოში უხვი თოვლით გამოწვეული პრობლემების უსწრაფესი ლიკვიდაციისთვის”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს და ამის დამადასტურებელ ფოტომასალას აქვეყნებს.
მისივე თქმით, “ყოველმხრივ დისკრედიტირებულმა ნაცოპოზიციამ ტრაგიკომიკურად მოირგო დიდთოვლობასთან “მებრძოლთა მანტია” და მათი ხელოვნური ისტერიკა ისევე უადგილოა, როგორც მათი არსებობა რაციონალურ პოლიტიკურ სივრცეში”.
„ყოველმხრივ დისკრედიტირებულმა ნაცოპოზიციამ ტრაგიკომიკურად მოირგო დიდთოვლობასთან “მებრძოლთა მანტია”, შეეშვან იმ ყველაფერს, რაშიც მათი კომპეტენცია ნულია. აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა რგოლი, შესაბამისი სამსახურები მაქსიმუმს აკეთებენ დასავლეთ საქართველოში უხვი თოვლით გამოწვეული პრობლემების უსწრაფესი ლიკვიდაციისთვის. რადიკალების ხელოვნური ისტერია ისევე უადგილოა, როგორც მათი არსებობა რაციონალურ პოლიტიკურ სივრცეში. მათთვის აჯობებს, რომ გააგრძელონ ე.წ. კონსოლიდაცია თვითმარქვია პრეზიდენტ ზურაბიშვილის ირგვლივ და ქვაბებიანი ვუდუ-წანწალი რუსთაველზე“, – წერს გია აბაშიძე.