ირაკლი კობახიძე – სტრასბურგში როდესაც მიდის ხოლმე ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები გადასამოწმებლად, ყოველ ჯერზე დგინდება, რომ ქართული მართლმსაჯულება არის სამართლიანი, ყველას მოვუწოდებ, დაელოდონ სასამართლოს გადაწყვეტილებას

ყველას მოვუწოდებ, დაელოდონ სასამართლოს გადაწყვეტილებას და მერე აკეთონ პოლიტიკური კომენტარები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურს კითხვა დაუსვეს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, რაზეც პრემიერმა აღნიშნა, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს ქართულ სასამართლოს.

„ყველა უნდა დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას, ყველამ პატივი უნდა სცეს ქართულ სასამართლოს. ყველას კარგად მოეხსენება, რომ როდესაც სტრასბურგში მიდის ხოლმე ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები გადასამოწმებლად, ყოველ ჯერზე დგინდება, რომ ქართული მართლმსაჯულება არის სამართლიანი. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, დაელოდონ სასამართლოს გადაწყვეტილებას და მერე აკეთონ პოლიტიკური კომენტარები ასეთ საქმეებთან დაკავშირებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები