დღეს ფარავნის ჰიდროელექტროსადგური გაიხსნება

სამცხე-ჯავახეთში დღეს ფარავნის ჰიდროელექტროსადგური გაიხსნება. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით,  87 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ჰესს, რომელიც თურქული “ანადოლუ ჯგუფის” ინვესტიციით აშენდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან, თურქეთის ენერგეტიკის მინისტრ თანერ ილდიზთან და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გახსნის.
ჰიდროელექტროსადგური თურქულმა “ანადოლუ ჯგუფმა” შვილობილი კომპანიის – “საქართველო ურბან ენერჯის” მეშვეობით ააშენა და პროექტში 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.
“ფარავანჰესის” საშუალებით ელექტროენერგიის გამომუშავება 410 მილიონი კილოვატ/საათით გაიზრდება. მსგავსი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური საქართველოში ბოლო 35 წლის განმავლობაში არ აშენებულა. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე სამუშაოებზე დასაქმებული იყო 300-დან 1000-მდე ადამიანი, რომელთა 60% ადგილობრივი მცხოვრებია. “ფარავანჰესის” ოპერირებისთვის დამატებით დასაქმდა 35 ადამიანი, რომლებმაც კვალიფიკაციის ასამაღლებელი შესაბამისი კურსები გაიარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები