გოგა ხაჩიძე: როდესაც ოკუპანტ ქვეყანაში ჩადიხარ, ეს საზოგადოებისთვის გაუგებარია

“ნაციონალურ მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გოგა ხაჩიძე მოსკოვში ქართველი მომღერლების ჩასვლის ფაქტს არასწორ ნაბიჯად აფასებს.
როგორც ხაჩიძემ ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ ჩართვისას განაცხადა, ქვეყaნაში, რომლიც საქართველოს ნომერ პირველი მტერი და ოკუპანტია, ქართველი მომღერლების ჩასვლა გაუმართლებელია.
“ქართველ შემსრულებლებს სადაც უნდათ, იქ იმღერებენ და რასაც უნდათ, იმას გააკეთებენ, თუმცა ჩვენ შეგვიძლია, რომ ამ ყველაფრის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება გამოვხატოთ. მე ვფიქრობ, რომ ეს არასწორი იყო, ჩემთვის არის გაუგებარი. როდესაც ჩადიხარ, რაღაც გაურკვეველ „მოსკოვურ თბილისობაზე“ და მანამდე ხან აფხაზეთს ესალმები -„გამარჯობა, აფხაზეთო შენი“, ხან „როგორა ხარ, სამაჩაბლო“, – აი ასეთ კონიუქტურებში ჩართული ხარ, ჩნდები და შენს პოზიციებს აფიქსირებ… და უცებ მეორე მხრიდან გადაწყვეტ ფსოუს წყლის დალევას, ჩემთვის ცოტა გაუგებარია. ვინ დაობს, რომ საქართველოსთვის რუსეთი არის ნომერ პირველი მტერი?! როდესაც ოკუპანტ ქვეყანაში ჩადიხარ, ეს საზოგადოებისთვის გაუგებარია “,- განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები