აპირებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი რუსეთში ჩასვლას? -მიხეილ ხუბუტიას ექსპრეზიდენტთან დასახვედრად დიასპორის შეკრება სთხოვეს

“რუსეთში ქართველთა კავშირის“ თავმჯდომარე მიხეილ ხუბუტია აცხადებს, რომ ჟენევაში ყოფნისას მასთან მივიდა პიროვნება, რომელმაც მას საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის რუსეთში, კერძოდ, სოჭში შესაძლო ჩასვლასთან დაკავშირებით ესაუბრა.
როგორც ხუბუტიამ ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ მოსკოვიდან ჩართვისას განაცხადა, აღნიშნული პიროვნება დაინტერესდა, იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი სოჭში ჩავიდოდა, დაახვედრებდა თუ არა ხუბუტია მას ქართულ დიასპორას.
“არ ვიცი, ეს მიხეილ სააკაშვილის პირადი სურვილია თუ მთლიანად “ნაციონალურ მოძრაობის“, მაგრამ გასულ ორშაბათს და სამშაბათს, როცა ჟენევაში ვიყავი, ჩემთან ჩამოვიდა ადამიანი, რომელმაც მკითხა, იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი სოჭში ჩავიდოდა, შევძლებდით თუ არა ქართული დიასპორის შეკრებას და მასთან დასახვედრად მომზადებას. კონკრეტული პასუხისგან თავი შევიკავე და ვუთხარი, რომ დავფიქრდებოდი. სააკაშვილს თუ რუსეთში ჩამოსვლა სურს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“,-განაცხადა მიხეილ ხუბუტიამ. თუმცა ხუბუტიამ არ დაასახელა იმ პიროვნების ვინაობა, რომელიც მასთან აღნიშნული კითხვით მივიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები