აიღეს თუ არა ჰონორარი მოსკოვში თბილისობაზე ჩასულმა ქართველმა მომღერლებმა – მიხეილ ხუბუტიას კომენტარი

“რუსეთში ქართველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მიხეილ ხუბუტიას განცხადებით, თბილისობასთან დაკავშირებით მოსკოვში ჩასულ ქართველ მომღერლებს ჰონორარი არ აუღიათ. ამის შესახებ ხუბუტიამ ტელეკომპანია “იმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ მოსკოვიდან ჩართვისას განაცხადა.
ხუბუტიას თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ გახდა ქართველი ვარსკვლავების მოსკოვში ჩასვლის თემა კრიტიკისა და განსჯის საგანი.
“სრულ სიმართლეს გეუბნებით. საერთო მეგობრის მეშვეობით მომღერალმა ნინო ჩხეიძემ გადმომცა, რომ თუ მოსკოვში ჩასვლის და სიმღერის სანაცვლოდ თანხას შევთავაზებდი, მოსკოვში მისი ბოლო ჩამოსვლა იქნებოდა. იგივე თქვა ნინი ბადურაშვილმაც. რაც შეეხება ლელა წურწუმიას, ის თავის ნათესავებს სტუმრობდა, ეს თბილისობის დღესასწაულს დაემთხვა. როდესაც მან შეიტყო, რომ 10-15 ათასი ქართველი და ამდენივე რუსი დაესწრებოდა კონცერტს, მან გადაწყვიტა, რომ მოსულიყო კონცერტზე და ქართველებს მოფერებოდა“,-განაცხადა მიხეილ ხუბუტიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები