“გილოცავთ პირველი კონსტიტუციის დღეს”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ეს დოკუმენტი მომავალი თაობებისთვის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის ფუნდამენტური წინაპირობა გახდა.
“1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ ქვეყნის კონსტიტუცია მიიღო. მისი მიღება საქართველოს გასაბჭოებამდე სამი დღით ადრე მოესწრო და უმნიშვნელოვანესი ფუნქცია შეიძინა.
ეს დოკუმენტი მომავალი თაობებისთვის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის ფუნდამენტური წინაპირობა გახდა.
გილოცავთ პირველი კონსტიტუციის დღეს”,- წერს პაპუაშვილი.