თინა ბოკუჩავა: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წლიური სესიისთვის მოსამზადებელ სხდომაზე საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება, სადაც სავარაუდოდ, საუბარი იქნება ახალი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების შესახებ
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წლიური სესიისთვის მოსამზადებელ სხდომაზე საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება, სადაც სავარაუდოდ, საუბარი ახალი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების შესახებ იქნება.
„დღეს ვენაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მოსამზადებელ სხდომაზე წლიური სესიისთვის, რომელიც ივნისში ჩატარდება, შედგება საგანგებო დებატები საქართველოს საკითხზე… დებატებზე, სავარაუდოდ, განხილული იქნება ახალი, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები, როგორც ერთადერთი გამოსავალი დღევანდელი პოლიტიკური კრიზისიდან და ასევე გაიჟღერებს ის მოთხოვნები, რომლებიც აერთიანებს ქართველ ხალხს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ვხვდებით ამერიკის დელეგაციას იმისთვის, რომ განვიხილოთ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა საქართველოსთან და რეგიონთან მიმართებით…“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.