ნიკოლოზ სამხარაძე: მისიის ხელმძღვანელები, რომლებიც იყვნენ საქართველოში, იმ პროცესების მოკლე შეჯამებას გააკეთებენ, რასაც დააკვირდნენ

“დღეს გაიმართება განხილვა ყველა არჩევნებისა, რომელსაც ეუთო აკვირდებოდა შარშან, ანუ 2024 წელს. იქნება ზოგადი განხილვა და არ იქნება ვთქვათ კონკრეტული დეტალების განხილვა”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომელიც ვენაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე იმყოფება.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, იქნება რეკომენდაციებიც.

„აქედან გამომდინარე, მისიის ხელმძღვანელები, რომლებიც იყვნენ საქართველოში და ასევე სხვა მისიებში, მოკლე შეჯამებას გააკეთებენ იმ პროცესებისა, რომელსაც ისინი დააკვირდნენ და ასევე ექნებათ ალბათ რამდენიმე რეკომენდაცია თითოეული ქვეყნისთვის, დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატებიდან დამთავრებული საქართველოთი. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ ცვლის ეუთოს ანგარიშს, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია, იქ არანაირი შესწორებები და ცვლილებები არ შევა“, – აღნიშნა სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები