ბოლოს და ბოლოს, გვინდა თუ არა, რუსეთი არის ძალა, გლობალური ძალა და მათთან გარკვეული კომუნიკაცია უნდა გვქონდეს,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს.
„ჩვენ უნდა გვქონდეს საშუალება, ველაპარაკოთ ქვეყანას, რომელსაც ტაქტიკური ბირთვული იარაღის უმსხვილესი მარაგი აქვს მსოფლიოში და ყველაზე დიდი თუ არა, სიდიდით მეორე სტრატეგიული ბირთვული იარაღის მარაგი აქვს მსოფლიოში. საბოლოო ჯამში, მოგვწონს ჩვენ ეს თუ არა, რუსეთი ძალაა, გლობალური ძალა და ის ჩართულია სირიაში, ახლო აღმოსავლეთში და დასავლეთ ნახევარსფეროშიც კი, კონკრეტულად ევროპაში. ჩვენ გარკვეული კავშირი უნდა გვქონდეს მასთან“, – განაცხადა რუბიომ.
მისი თქმით, პირველი ნაბიჯი რუსეთში აშშ-ის საელჩოს ფუნქციონირების აღდგენაა.
“ეს გამოსასწორებელია. ჩვენ თუ დავხურავთ ჩვენს მისიას რუსეთში, უნდა დავხუროთ მათი მისიაც აქ და მაშინ ჩვენ მართლა აღარ გვექნება მათთან არანაირი კავშირი”,- აცხადებს სახელმწიფო მდივანი