ვლადიმერ ბოჟაძე: ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ვინ უფრო ახლოს იქნებოდა იმ ეკრანთან, საიდანაც ტრამპს ინაუგურაცია გადაეცემოდა

“ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო ახლოს იქნებოდა იმ ეკრანთან საიდანაც, ტრამპს ინაუგურაცია გადაეცემოდა, დაწყებული სალომე ზურაბიშვილით, გაგრძელებული ვაშაძით და დასრულებული ხაზარაძე-ჯაფარიძით, რომლებიც ქუჩაში იყინებოდნენ იმისთვის, რომ კაპიტოლიუმთან ახლოს ყოფილიყვნენ, “ – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის მიმართ ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა მწვავე და კრიტიკულ განცხადებებს.

„როგორ აქებდნენ და ადიდებდნენ ტრამპს და როგორც კი მათთვის მიუღებელი პოზიციები დააფიქსირეს, ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე პრობლემა ყოფილა აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი, ტრამპი პრორუსულ პოლიტიკას და ა.შ. ხვალ-ზეგ შეიძლება მათი მიტინგი აშშ-ის საელჩოსთანაც ვიხილოთ. ეს უბრალოდ სასაცილოც აღარ არის, შეურაცხმყოფელია“, – აღნიშნა ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები