აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ამბობენ, რატომ ელაპარაკებით რუსეთს? – როგორ დავასრულოთ ომი რუსეთთან საუბრის გარეშე?

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა შეაქო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევა უკრაინაში ომის დასასრულებლად და განაცხადა, რომ ევროპაში მშვიდობის მიღწევამდე ერთი ნაბიჯია.

ვენსმა ტრამპს გამოცდილი მომლაპარაკებელი უწოდა და თქვა, რომ ის სწორად იქცევა, როდესაც რუსეთთან მოლაპარაკებას აწარმოებს.

„ისინი ამბობენ: რატომ ელაპარაკებით რუსეთს? როგორ დავასრულოთ ომი, თუ რუსეთს არ დაველაპარაკებით? თქვენ უნდა ესაუბროთ ყველას, ვინც ომობს, თუ ნამდვილად გსურთ კონფლიქტის დასრულება. მე ვიცი, რომ პრეზიდენტს ეს სურს“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ტრამპს სურს ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობა დაამყაროს და არა უბრალოდ დროებით შეაჩეროს ის, რომ ერთ თვეში ომი კვლავ დაიწყოს.

„პრეზიდენტი აბსოლუტურად მართალია. მშვიდობა რუსეთის, უკრაინის, ევროპის და რაც მთავარია ამერიკელი ხალხის ინტერესებშია. და ის ამისთვის იბრძოლებს ვადის ბოლომდე“, – განაცხადა ვენსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები