კიევში ზელენსკისა და კელოგის ერთობლივი პრესკონფერენცია ამერიკული მხარის თხოვნით გაუქმდა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინასა და რუსეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის შეხვედრა მედიასთან კომუნიკაციის გარეშე დასრულდა.

უკრაინული მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადება ზელენსკის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

„20 თებერვალს კიევში ზელენსკის და კელოგის შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგაც მოწვეული ჟურნალისტები ელოდნენ, რომ პოლიტიკოსები პრესასთან გავიდოდნენ, მაგრამ ეს არ შედგა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა.

ნიკიფოროვის განაცხადებით, პრესკონფერენცია ვაშინგტონის თხოვნით გაუქმდა.

„ამერიკული მხარის თხოვნით, შეხვედრის ფორმატი ითვალისწინებს პროტოკოლურ გადაღებას და არ ითვალისწინებს განცხადებებს ან კითხვებს“, – აღნიშნა პრეზიდენტის პრესმდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები