გურამ მაჭარაშვილი: ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები ბორის ჯონსონის მითითებით რომ ჩაიშალა, მაშინ ჰკითხეს ზელენსკის, უნდოდა თუ არა ეს?
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს მედიასთან ეხმიანება.
დეპუტატი აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის არავის უკითხავს სურდა თუ არა ომის დაწყება, ჰქონდა თუ არა სურვილი სამშვიდობო მოლაპარაკებები დაეწყო რუსეთთან.
„აშშ-ს დღევანდელი პრეზიდენტის პოლიტიკა რეალობაზეა დამყარებული და ამ რეალობაზე ჩვენ ვსაუბრობდით 2 წლის წინ“ – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა და განმარტა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი გლობალური ომის პარტიის წამოწყებულია და ამას დონალდ ტრამპის და ზელენსკის განცხადებებიც ადასტურებს, როდესაც ორივე მათგანი ამბობს, რომ აშშ-ს მხრიდან უკრაინისთვის გამოყოფილი 176 მილიარდი დოლარიდან არ იციან სად დაიხარჯა 100 მილიარდი, რადგან ზელენსკის თქმით, უკრაინამ აშშ-სგან მხოლოდ 76 მილიარდი დოლარი მიიღო.
„ომი რომ დაიწყო, უკრაინას ჰკითხეს ეს უნდოდა თუ არა? როდესაც ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო გზით შეთანხმებაზე იყო საუბარი, ჰკითხეს უკრაინას? ბორის ჯონსონი რომ ჩავიდა და ზელენსკის უთხრა – ახლა არ შეთანხმდები და ომს გააგრძელებო. აი, ეს არის მოცემულობა. ამას ვამბობდით ჩვენ, რომ ეს ომი მხოლოდ უკრაინისთვის და რუსეთისთვის არ იყო. ეს ომი იყო სწორედ იმ, გლობალური ომის პარტიის მხრიდან წამოწყებული და ეს დადასტურდა ზელენსკისა და ტრამპის განცხადებებით. ორივე მათგანი ამტკიცებს, რომ 176 მილიარდი გადაირიცხა ამერიკიდან უკრაინის დასახმარებლად და ზელენსკი ამბობს, რომ მიიღო 76. 100 მილიარდი სად წავიდა არც ამერიკის და არც უკრაინის პრეზიდენტმა არ იცის – აი, ეს არის რეალობა. აშშ-ს დღევანდელი პრეზიდენტის პოლიტიკა რეალობაზეა დამყარებული და ამ რეალობაზე ჩვენ ვსაუბრობდით 2 წლის წინ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.