“საქართველოზე ზეწოლა იყო, რათა ქვეყანა დამანგრეველ ომში ჩართულიყო; დასამალი აღარაფერია, ამაზე უკვე ღიად საუბრობენ” – კირცხალია
“საქართველოზე ზეწოლა იყო, რათა ქვეყანა დამანგრეველ ომში ჩართულიყო, დასამალი აღარაფერია, ამაზე უკვე ღიად საუბრობენ, ქვეყნის მიმართ ორმაგი სტანდარტები ჰქონდათ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
როგორც დეპუტატი განმარტავს, საქართველოში ზეწოლის იარაღი აგენტურული ოპოზიცია იყო.
„საქართველოზე ზეწოლა იყო, რათა ქვეყანა დამანგრეველ ომში ჩართულიყო. უკვე დასამალი აღარაფერია, ამაზე უკვე ღიად საუბრობენ. საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტები ჰქონდათ და ქვეყნის შიდა საქმეებში ერეოდნენ. ამ ზეწოლის დროს საქართველოში მათი იარაღი აგენტურული ოპოზიცია იყო, მაგრამ ეს იარაღი რომ ვერ გამოიყენეს, ავანსცენაზე თავად გამოვიდნენ. საქართველოში ჩამოდიოდნენ, ანტისახელისუფლებო მიტინგებს მართავდნენ და ღიად გვაშანტაჟებდნენ, მთელი ქვეყანა საინფორმაციო ტერორში ვყავდით. სწორედ ეს იყო „დიფ სთეითის“ დავალება და დღის წესრიგი”, – აღნიშნა კირცხალიამ.