ავიაკომპანია Delta, ტორონტოში დაშვებისას ჩამოვარდნილი თვითმფრინავის თითოეულ მგზავრს 30 000 დოლარს სთავაზობს

ავიაკომპანია Delta მათთვის, თითოეული მგზავრისთვის, ვინც კანადაში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს ბორტზე იმყოფებოდა, 30 000 დოლარის კომპენსაციას აწესებს,- ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მგზავრი მძიმედ დაშავდა, ავიაკომპანია ამბობს, რომ შეთავაზებული თანხა ბორტზე მყოფი ყველა მომხმარებლისთვის ერთნაირია.

ტორონტოს პირონის საერთაშორისო აეროპორტში Delta-ს თვითმფრინავის ამოტრიალების საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

“ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აეროპორტში ექსტრემალური მეტეოროლოგიური პირობები იყო, თუმცა ახლა თეორიების აგების დრო არ არის და კატასტროფის მიზეზებს გამოძიება დაადგენს”,- განაცხადა Toronto Pearson-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დებორა ფლინტმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები