არიზონაში, 2 პატარა თვითმფრინავის შეჯახების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

არიზონას აეროპორტში ორი მცირე ზომის თვითმფრინავის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა,- ინფორმაციას “სიენენი” ავრცელებს.

ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს წინასწარი ინფორმაციით, Cessna 172S და Lancair 360 MK II მარანას რეგიონალურ აეროპორტთან ახლოს, ტუსონის ჩრდილო-დასავლეთით, ერთმანეთს შეეჯახა.

შეჯახების შემდეგ ერთ-ერთი თვითმფრინავი, რომელშიც ორი მგზავრი იმყოფებოდა, მიწაზე მშვიდობიანად დაეშვა, თუმცა მეორე ასაფრენ ბილიკზე ჩამოვარდა და დაიწვა. დაღუპულები სწორედ მეორე თვითმფრინავში იმყოფებოდნენ.

ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ აეროპორტს “უკონტროლო ველი” უწოდა, რომელსაც არ აქვს საჰაერო მოძრაობის მართვის კოშკი. პილოტები ხშირად გამოიყენებენ საერთო სატრანსპორტო საკონსულტაციო სიხშირეს, რათა გამოაცხადონ თავიანთი პოზიცია სხვა პილოტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან აეროპორტის სიახლოვეს. მედიის ცნობით, ამ აეროპორტში ოპერირებისას მეთაური პილოტია პასუხისმგებელი სხვა თვითმფრინავებისგან უსაფრთხო დისტანციის შენარჩუნებაზე.

საქმეზე FBI-ს გამოძიება უკვე დაწყებული აქვს, აეროპორტი კი გამოძიების დასრულებამდე დაკეტილი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები