საქართველო მატარებლით მგზავრობის სიიაფით მსოფლიოში მეორე ადგილზეა

საქართველო მატარებლით მგზავრობის სიიაფის რეიტინგით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა GoEuro-ს 2014 წლის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს. საქართველოს რკინიგზის ცნობით, საქართველოს წინ მხოლოდ სამხრეთ აფრიკა უსწრებს. მათივე ინფორმაციით, GoEuro სამოგზაური სივრცეში მულტიფუნქციური კვლევის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. იგი ადარებს და თვლის მატარებლით, ავტობუსით და თვითმფრინავით მგზავრობის ღირებულებას. აღნიშნული კვლევა GoEuro-მ 2014 წლის აგვისტოში გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები