დავით ზალკალიანი ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით შექმნილ აჟიოტაჟს გადაჭარბებულად მიიჩნევს

ჟენევის დისკუსიების ბოლო, 29-ე რაუნდის ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი გაზვიადებულად მიიჩნევს.
როგორც ზალკალიანმა “კურიერის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა, ძალის არგამოყენება, ისევე როგორც იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება, არის ის ფუნდამენტური პრინციპი, რომლის გარეშეც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები წარმოუდგენელია.
“ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით სიტუაცია ასეთია: საქართველომ ორჯერ აიღო ეს ვალდებულება – ერთხელ 2010 წელს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება (ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას) ძალის არგამოყენებაზე და ეს იურიდიულად სავალდებულო გახდა, შემდეგ კი უკვე ახლადარჩეულმა. ახლა მთელი აქცენტი არის გადატანილი რუსეთის ფედერაციაზე, რომ მან საქართველოს იგივე ნაბიჯით უპასუხოს და ძალის არგამოყენების თაობაზე აიღოს იურიდიული ვალდებულება, რასაც რუსეთის ფედერაცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება. არანაირი რუსული პროექტი ამ საკითხზე ჟენევაში არ განხილულა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ცნობისთვის, გუშინ რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ჟენევის მოლაპარაკებაზე მხარეებმა ძალის გამოუყენებლობის ეფექტურ ნაბიჯად რუსული პროექტი განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები