ტორონტოში თვითმფრინავი დაშვებისას ამოტრიალდა – დაშავებულია 15 ადამიანი

კანადაში, ტორონტოს აეროპორტში თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაშავდა.

მედიის ინფორმაციით, Delta Air Lines-ის თვითმფრინავი ტორონტოს პირსონის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას ამოტრიალდა.

როგორც ცნობილია, ის ტორონტოში აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისიდან მიფრინავდა.

თვითმფრინავში მყოფი 80-ვე ადამიანი ევაკუირებულია.

მომხდარის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები