პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებმა რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.

აქციის მონაწილეების ნაწილი დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც შეიკრიბა, საიდანაც მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლეს.

მომიტინგეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 82-ე დღეა გრძელდება. მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები