საბურთალოს რაიონში ახალი ტრანსფორმატორი დაიდგა

საბურთალოს რაიონის ელექტრომომარაგების სისტემა გაიზარდა. ახალი ტრანფორმატორი მუშაობას დღეს დაიწყებს. ქვესადგური საბურთალოზე 23 200 აბონენტს ელექტროენერგიით მოამარაგებს. ბოლო ათი წლის განმავლობაში „თელასმა“ პირველად დაამონტაჟა ასეთი სიმძლავრის ტრანსფორმატორი.
„სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. დედაქალაქის მაშტაბით ზამთრის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ხდება ხოლმე ელექტროენერგიის გეგმიური შეწყვეტა, რაც ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება. ამის შემდეგ ქსელი იქნება უფრო გამართული და მოწესრიგებული“, – განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიმა კახი კალაძემ.
„ამ ადგილას ორი ტრანსფორმატორი იდგა, რომელიც საკმაოდ ძველი იყო. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც თითქმის 25 მეგალოტამპერიანი იყო მუშაობა თითქმის ამოწურა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ის 32 მეგალოტამპერიანი, თანამედროვე სტანდარტების ტრანსფორმატორით შეგვეცვალა. ეს საკმაოდ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, თუმცა აუცილებელი ქალაქისათვის“, – განაცხადა „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევიმ .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები