დავით ნარმანია ოპონენტებს პროვოკაციაში ადანაშაულებს

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია თბილისის მერიის თანამშრომლების მიერ გასაჯაროებულ ჩანაწერებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, მერიის სამსახურებში გაკეთებული ფარული ვიდეოჩანაწერები პროვოკაციული ხასიათისაა, ამიტომ პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება.
„როცა რაიმე სახის სამართალდარღვევა, ან კანონდარღვევა ხდება, სჯობს, საქმე საგამოძიებო ორგანოებმა გამოიძიონ. მე ვიცნობ საგამოძიებო მასალებს და ვაპირებ, ამ საკითხს სათანადო ყურადღება მივაქციო, რათა მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს. მაგრამ, აქვე დავძენ, რომ ეს არის წინასწარ მომზადებული პროვოკაცია. ამიტომ პასუხი ორივე მხარემ უნდა აგოს,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
23 – 27 ოქტომბერს თბილისი მე-17 ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს 23 – 27 ოქტომბერს თბილისი მე-17 ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლებს. როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ფესტივალის ორგანიზატორ კომპანია „ისთერნ პრომოუშენთან“, “თიბისი ბანკთან” და კულტურის სამინისტროსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, ჯაზფესტივალის თბილისში ჩატარება ბევრი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი.
მათ შორის, თბილისის მერმა ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში დედაქალაქისადმი ტურისტების გაზრდილ ინტერესს, რაზეც, დავით ნარმანიას თქმით, ვიზიტორების სიმრავლე მეტყველებს. მისივე თქმით, ჯაზ-ფესტივალში არა მხოლოდ მოწვეული უცხოელი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას, არამედ საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებული ქართველი მუსიკოსებიც.
„მსგავსი ღონისძიებების ხელშეწყობა თბილისს სულ უფრო მეტად აქცევს რეგიონის კულტურულ ცენტრად, რისი ჯანსაღი ამბიციაც ჩვენ გაგვაჩნია და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები