„თბილისი ენერჯი“: ავარიის შედეგად გათიშული 150 000 აბონენტიდან ჩასართავი დარჩა 2 996 აბონენტი – ვმუშაობთ, რომ ყველა აბონენტს გაზი 23:00 საათამდე მივაწოდოთ

„თბილისი ენერჯი“ გაზმომარაგების აღდგენასთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, საბურთალო-ნუცუბიძის ტერიტორიაზე 20:30 საათის მონაცემებით გაზი უკვე მიეწოდება 105 955 აბონენტს.

„ნუცუბიძეზე მიმდინარეობს დარჩენილი 380, საბურთალოზე კი 2 616 აბონენტის ჩართვა. სულ, ავარიის შედეგად გათიშული 150 000 აბონენტიდან ამ დროისთვის ჩასართავი დარჩა 2 996 აბონენტი. სამუშაოები გრძელდება.

რამდენიმე კორპუსი უსაფრთხოების გამო ვერ ჩაირთო, რადგან გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში დატოვეს ბინის მეპატრონეებმა, პარალელურად ვმუშაობთ მათი ჩართვის პროცესზეც.

ვმუშაობთ, რომ ყველა აბონენტს გაზი 23:00 საათამდე მივაწოდოთ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები