“თბილისი ენერჯი” – ვცდილობთ, რომ ყველა აბონენტს მივაწოდოთ გაზი 23:00 საათამდე”
“თბილისი ენერჯი” განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
“განახლება!
ამ წუთის მონაცემებით:
დიდუბე-დიღომი: 19 700 აბონენტი – სრულად ჩართულია
ვაკე-წყნეთი: 43 900 – ჩართულია 55% – მიმდინარეობს 19 755 ჩართვა.
საბურთალო ნუცუბიძე: 87 200 აბონენტი – ჩაირთო 55% – მიმდინარეობს 39 240 აბონენტის ჩართვა.
სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება.
კომპანია სრული რესურსით ჩართულია. ვცდილობთ, რომ ყველა აბონენტს მივაწოდოთ გაზი 23:00 საათამდე,” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.