უკრაინა კურსკის ოლქში რუსი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზე თანახმაა

უკრაინამ განაცხადა, რომ მზადაა უკრაინის არმიის მიერ დაპყრობილ სასაზღვრო რაიონებში ჩარჩენილი რუსი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის გასახსნელად მოსკოვთან ითანამშრომლოს.

მედიის ცნობით, სავარაუდოდ, რუსეთის სამხრეთ-დასავლეთ კურსკის რეგიონში, რომელიც უკრაინის არმიამ აგვისტოში დაწყებული ტრანსსასაზღვრო შეტევის დროს დაიპყრო 1500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე კვლავ ცხოვრობს.

“ჩვენ მზად ვართ გავხსნათ ჰუმანიტარული დერეფანი კურსკის რეგიონიდან. როგორც ჩანს, რუსებს არ სურთ ასეთი ჰუმანიტარული დერეფანი, რადგან ჩვენ მათგან შესაბამისი თხოვნა არ მიგვიღია”,-  ნათქვამია პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები