რუსეთმა ხარკოვის ოლქში მდებარე ქალაქ იზიუმზე ბალისტიკური იარაღით იერიში მიიტანა, რის შედეგადაც დაღუპულია 5 და დაშავებულია 24 ადამიანი.
“მტერმა იზიუმზე იერიში მიიტანა. წინასწარი მონაცემებით, ოკუპანტებმა ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს”, – წერს ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური ოლეგ სინეგუბოვი.
მისივე თქმით, ოკუპანტებმა იერიში ქალაქის ცენტრზე მიიტანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსები ადმინისტრაციულ შენობაში შევიდნენ, ირგვლივ მდებარე სხვა შენობები და ასევე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები დააზიანეს.